25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციის დღეა
???1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის ??? მე-11 არმიამ, საქართველოს დედაქალაქი დაიკავა. ამას წინ უძღოდა საომარი შეტაკებები ლორეს ნეიტრალურ ზონაში და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე. 23 თებერვალს შეტაკებები მოხდა კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან. 24 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ და სამხედრო ხელმძღვანელობამ თბილისის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ქართველებმა პოზიციები მცხეთასთან დაიკავეს. 25 თებერვალს თბილისში, რუსები უბრძოლველად შევიდნენ. ქართველმა ბოლშევიკმა სერგო ორჯონიკიძემ მოსკოვში ლენინს დეპეშა გაუგზავნა შემდეგი შინაარსით: ✉️✉️?
„თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას!“.
რუსებმა ქალაქის დაკავებისთანავე სამხედრო პარადი მოაწყეს. იმავე დღისით თბილისელებმა სამგლოვიარო პროცესია მოაწყეს და კოჯორ-ტაბახმელასთან დაცემული გმირი იუნკერები თბილისის სობორის ტაძარის ეზოში დაკრძალეს. დღეს ამ ადგილას საქართველოს პარლამენტის შენობაა განთავსებული. რუსებმა ამ პროცესიას ხელი არ შეუშალეს.
1921 წლის 25 თებერვლიდან 1991 წლამდე საქართველო ანექსირებული იყო საბჭოთა რუსეთის მიერ. ???თავდაპირველად საქართველოს სსრ ამიერკავკასიის ფედერაციაში შეიყვანეს, შემდეგ კი მას სსრ კავშირში შემავალი მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსი მიანიჭეს. საქართველოს გასაბჭოებას მთელი რიგი ტრაგიკული მოვლენები მოყვა. ქართველი ხალხის დაუკითხავად მეზობელ სახელმწიფოებს გადაეცათ ისტორიული ქართული მიწები. ყარსის ხელშეკრულების მიხედვით თურქეთს გადაეცა ისტორიული ტაო-კლარჯეთის რეგიონი. აზერბაიჯანს გადაეცა ისტორიული ჰერეთის რეგიონი და ქვემო ყარაიაზის სექტორი, სომხეთს გადაეცა ლორეს ნეიტრალური ზონა და რუსეთს სოჭის ოლქი და ისტორიული დვალეთის რეგიონი. დარჩენილ ტერიტორიაზე შეიქმნა აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკები და შიდა ქართლის რეგიონში შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. საბჭოთა ოკუპაციას, შედეგად მოყვა სისხლიანი რეპრესიები, რომელსაც ინტელიგენციის და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანების სიცოცხლე შეეწირა.





