ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში კონოჩვენება მოეწყო
2019-02-21 10:39:05
ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმს, სოფელ კარდენახის საჯარო სკოლის მე-5 და მე-7 კლასების მოსწავლეები და პედაგოგები ესტუმრნენ. სახლ-მუზეუმის თანამშრომლებმა მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდეს ცნობილი ქართველი მსახიობის ცხოვრებაზე და აჩვენეს ის ექსპონატები, რომელიც დაცულია მუზეუმში.
მოსწავლეებისთვის ნაჩვენებ იქნა ორი ფილმი: მიხეილ ჭიაურელის "არსენა" და ჩარლი ჩაპლინის "ბავშვი".





