გურჯაანის ბიბლიოთეკამ ახალი წიგნები შეიძინა
2018-12-11 08:14:54
გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებაში შემავალი ბიბლიოთეკებისთვის, მკითხველის მოთხოვნის გათვალისწინებით, 3996 ლარის ღირებულების 371 ცალი ახალი წიგნი იქნა შეძენილი. წიგნები რომელთა უმეტესობა მხატვრული ლიტერატურაა, გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკის გარდა, გაერთიანებაში შემავალი სხვა ბიბლიოთეკებიც მიიღებენ.





