გურჯაანის ბიბლიოთეკაში კინოჩვენება მოეწყო
2018-11-13 06:58:15
12 ნოემბერს, გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ფილმის ჩვენება მოეწყო. ნაჩვენები იქნა რეჟისორ მარკ ჰერმანის ფილმი "ბიჭი ზოლიან პიჟამაში". კინოჩვენება ახალგაზრდული ცენტრი "ერთობის" ინიციატივით და გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დახმარებით მოეწყო.
ფილმის ჩვენებას "ერთობის" წევრები და ქალაქ გურჯაანის საჯარო სკოლების მოსწავლეები დაესწრნენ.





