Top
2019-05-20 13:19:45

▶️18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა და დათვალიერება უფასო იყო. ამ დღესთან დაკავშირებით, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში მოეწყო ღონისძიება. სახლ-მუზეუმის ეზოში დაინთო კოცონი, მუზეუმის სტუმრებმა შეასრულეს სიმღერები და წაიკითხეს ლექსები. უკვე მეოთხე წელია, გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება, მუზეუმების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს მსგავსი ღონისძიებებით. ⬇️⬇️⬇️⬇️⬇️⬇️⬇️ ▶️ #ღამემუზეუმში აქციას გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დირექტორი სალომე ბოგვერაძე და გაერთიანების სხვა თანამშრომლები დაესწრნენ. #ღამემუზეუმში #მუზეუმებისსაერთაშორისოდღე