Top
2019-04-01 12:48:57

29 მარტს, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში, სორბონის უნივერსიტეტის პროფესორის ნანა მირაშვილის წიგნების პრეზენტაცია მოეწყო. პროფესორმა დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა საკუთარი სამეცნიერო მუშაობის დეტალებზე. 
სალომე ბოგვერაძე - გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დირექტორი:
"დღეს ქალბატონმა ნანამ მოგვიყვა თავისი ცხოვრების და სამეცნიერო მოღვაწეობის მნიშვნელოვან დეტალებზე და ისაუბრა წიგნებზე, რომლებზეც ის მუშაობდა. შევთანხმდით, რომ მომდევნო შეხვედრაზე ის მოაწყობს საკუთარი წიგნების უფრო სიღრმისეულ განხილვას დაინტერესებული ადამიანებისთვის."

ნანა მირაშვილი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
"დამსწრე საზოგადოებას მოკლედ გავაცანი ჩემი სამი წიგნი. ესენია: "ცოდვა და ქრისტიანული ლეგენდა", "მონანიე და განდეგილი დედები ქართულ ნათარგმნ ჰაგიოგრაფიაში" და ამ წიგნის ფრანგულენოვანი ვერსია. მოხარული ვარ, რომ ძალიან კარგი აუდიტორია დამხვდა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთა თქვენს გაერთიანებასთან თანამშრომლობას."