Top
2019-03-25 12:41:22

 

↘️კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ახორციელებს პროექტს, რომლის სახელწოდებაცაა "წიგნის მოვლის კულტურა". პროექტი ძველი წიგნების აღდგენას ითვალისწინებს. 
?????????
↘️22 მარტს, სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში, აღნიშნული პროექტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, გურჯაანის მერიის კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ეკა ცისკრაშვილი და გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დირექტორი სალომე ბოგვერაძე დაესწრნენ. 
დამსწრე საზოგადოებას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ მიმართა და პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ??
↘️↘️↘️
"ეს არ არის პირველი შეხვედრა. გასული წლის მაისში, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ეგიდით, გურჯაანის ბიბლიოთეკაში მოეწყო ორკვირიანი გამოფენა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოყვა, რის შემდეგაც დაიგეგმა სხვადასხვა ტიპის შეხვედრები და ეს თანამშრომლობა გრძელდება. გვაქვს სურვილი, რომ მომავალში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები შევახვედროთ ჩვენი გაერთიანების ბიბლიოთეკარებს, რომელთაც მიაწვდიან ინფორმაციას ძველი წიგნების აღდგენითი სამუშაოების მეთოდებზე. იმედი გვაქვს, რომ მომავალში ჩვენი თანამშრომლობა აქტიური და ნაყოფიერი იქნება."  განაცხადა გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა სალომე ბოგვერაძემ.