Top
2019-01-25 12:03:54

 

???? გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, ქალაქ გურჯაანის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების "კაცია-ადამიანის" საფუძველზე შექმნილი ფილმის ჩვენება მოეწყო. 
????????????????
ფილმის ჩვენებას #1 საჯარო სკოლის ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგი ესმა არსენიშვილიც დაესწრო:
"პროგრამულად გავიარეთ ილია ჭავჭავაძის ცნობილი ნაწარმოები "კაცია-ადამიანი" და გადავწყვიტეთ ამ ნაწარმოების საფუძველზე შექმნილი ფილმიც გვენახა. ფილმის ჩვენება მშვიდ გარემოში მოეწყო და ბავშვები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები აქტიურად თანამშრომლობენ გურჯაანის ბიბლიოთეკასთან და მინდა მადლიერება გამოვხატო თქვენი ორგანიზაციის მიმართ" განაცხადა ესმა არსენიშვილმა.