Top
2019-06-18 11:22:18

➡️საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, სსიპ "ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის" ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პარტნიორობით, ყოველ წელს ხორციელდება საქართველოს ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლების პროექტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებამ, რომელსაც 450 ლარის ოდენობის ვაუჩერი გადმოეცა. 
13 ივნისს, გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დირექტორი სალომე ბოგვერაძე, ბიბლიოთეკების კურატორი ხათუნა ბუზალაძე და გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკის დაკომპლექტება-დამუშავების განყოფილების უფროსი ნაირა ბითაძე ეროვნულ ბიბლიოთეკას ესტუმრნენ და საჩუქრად გადმოცემული ვაუჩერებით, გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებაში შემავალი ბიბლიოთეკებისთვის წიგნები შეიძინეს.