Top
2019-06-03 11:08:54

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, სოფელ ვეჯინის რეაბილიტირებული ბიბლიოთეკა გაიხსნა. განახლებული ბიბლიოთეკა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა, გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა სალომე ბოგვერაძემ და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტმა რუსუდან ასათიანმა გახსნეს. საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტმა რუსუდან ასათიანმა ვეჯინის ბიბლიოთეკას ახალი წიგნების გარდა, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის(GIPA), ევროპულ-ქართული ინსტიტუტის(EGI) და გიორგი საბაძის საჩუქრები გადასცა. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა(GIPA) ვეჯინის ბიბლიოთეკას პრინტერი და პერსონალური კომპიუტერი გადასცა, ხოლო ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა(EGI) და გიორგი საბაძემ - ლეპტოპი. ვეჯინის ბიბლიოთეკას სხვადასხვა ბიბლიოთეკის და კერძო პირის მიერ შემოწირული წიგნებიც გადაეცა. შემოწირული თანხით შეძენილ იქნა ბიბლიოთეკისთვის საჭირო ავეჯი. წიგნების ნაწილი ვეჯინის ბიბლიოთეკას მომავალში გადმოეცემა. გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება მადლობას უხდის ყველა იმ ორგანიზაციას და ადამიანს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ვეჯინის ბიბლიოთეკის აღდგნებაში.