➡️ივანე ბერიტაშვილის მუზეუმში ბიბლიოთეკარებისთვის სემინარი მოეწყო
2019-05-23 13:36:17
➡️ 22 მაისს, სოფელ ვეჯინის ივანე ბერიტაშვილის სახელობის მუზეუმში, გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებაში მომუშავე ბიბლიოთეკარებისთვის, "თანამედროვე საბიბლიოთეკო და საინფორმაციო ტექნოლოგიების" თემაზე სემინარი მოეწყო, რომელსაც ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი უძღვებოდა. სემინარი ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ იყო ორგანიზებული. ირაკლი ღარიბაშვილმა ბიბლიოთეკარებს ინფორმაცია მიაწოდა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მუშაობის სპეციფიკაზე და თანამედროვე საბიბლიოთეკო და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების გზებზე. სემინარს გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დირექტორი სალომე ბოგვერაძე დაესწრო.





