თეიმურაზ ზავრაშვილი ჩვენი გაერთიანების თანამშრომლებს შეხვდა
2021-02-26 10:18:33
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ თეიმურაზ ზავრაშვილმა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა, ჩვენი გაერთიანების თანამშრომლებთან, სამუშაო შეხვედრა მოაწყეს. განხილულ იქნა სამუშაო პროცესის განახლებასთან დაკავშირებული საკითხები. თანამშრომელებს მიეცათ ინსტრუქცია კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის აუცილებლად გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით. ბიბლიოთეკების და მუზეუმების წარმომადგენლებს გადაეცათ ტემპერატურის შემმოწმებელი აპარატები და ჰიგიენური საშუალებები.
შეგახსნებთ, რომ მიმდინარე წლის 1 მარტიდან, გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებაში შემავალი ბიბლიოთეკები და მუზეუმები მუშაობას იწყებენ.





