Top
2021-02-21 17:01:20

1921 წლის 21 თებერვალს, იმ დროს როდესაც პირველი რესპუბლიკა, თავისი არსებობის ბოლო დღეებს ითვლიდა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს კონსტიტუცია მიიღო, რომელიც მაშინდელ მსოფლიოში საკმაოდ პროგრესული შინაარსის მქონე კონსტიტუციად ითვლებოდა. 1921 წლის კონსტიტუცია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს აძლევდა ფართო უფლებებს, აგრეთვე გარანტირებული იყო ქალთა უფლებები და მათი ჩართულობა ყველა მნიშვნელოვან სფეროში.